28 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი სურვილს გამოთქვამს ყარაბაღში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები გამოჩნდნენ - ბაქოში ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთი სურვილს გამოთქვამს ყარაბაღში მრავალეროვნული სამშვიდობო ძალები გამოჩნდნენ, რომლებიც რუსული სამშვიდობო ძალების ალტერნატივა იქნება - აღნიშნულ განცხადებას ბაქოში ბრიტანეთის ელჩი ჯეიმს შარპი ავრცელებს.

BBC-ის აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტთან საუბრისას მან ხელისუფლებას მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრა საერთაშორისო ჩართულობით უზრუნველყონ. ინტერვიუში ელჩმა ხაზი გაუსვა ტყვეების გაცვლის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ქმედებით, ორივე მხარე ვითარების დეესკალაციისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

ჯეიმს შარპმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.  

დღის ამბები