28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ოპოზიციური ფრაქცია უამრავი გეგმით - "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის"პირობას დებს, რომ პარლამენტში ის საზოგადოების ხმა იქნება

პირველ ოპოზიციურ ფრაქციას "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ჰქვია და პარტიის წევრებთან ერთად ის დამოუკიდებელ დეპუტატებსაც აერთიანებს. თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა, რომელიც როგორც თავად ამბობს პარლამენტში უამრავი გეგმით შედის - მთავარი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაა. მოქალაქეებს პირობას აძლევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ის საზოგადოების ხმა იქნება. 

ბადრი ჯაფარიძის მოადგილე სალომე სამადაშვილი - იქნება. დეპუტატი აცხადებს რომ მისი სურვილია ფრაქციის წევრებმა "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა გააძლიერონ, რათა შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად აღსრულება მოხდეს.

პარლამენტის ახალი ოპოზიციური ფრაქცია 7 წევრისგან შედგება - ამბობენ რომ . მათი მთავარი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყანის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანაა. გეგმავენ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და საზოგადოებას პირდებიან, რომ მათ ყველა პრობლემას პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერებენ. 

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ დღეიდან პარლამენტში აქტიური საქმიანობა დაიწყო.

დღის ამბები