28 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს - 4-კაციანი ჯგუფი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეისწავლის

მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია მუშაობას იწყებს.

არჩევნების შედეგების შემსწავლელ კომისიაში მხოლოდ 2 ოპოზიციონერია და ორივე "სოციალისტი". დანარჩენებმა დღეს მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ უთხრეს უარი.

"ქართული ოცნება" ვერ ხსნის, რატომ არ იყენებს პარლამენტში შესული ოპოზიცია საპარლამენტო ბერკეტს. ოპონენტები კი ამგვარი კომისიის მუშაობაში აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია აპრილის დასაწყისში შეიქმნა. ამ დროისთვის, კომისიის შემადგენლობაში 4 დეპუტატია.

"ქართული ოცნებიდან - გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, "ევროპელი სოციალისტებიდან" დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

კომისია უფლებამოსილია საქმიანობა გააგრძელოს. მომდევნო სხდომა 18 მაისს არის ჩანიშნული

დღის ამბები