28 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"ეს იდოა, უყვარდა კუ ნინძები, მშობლები, ცხოვრება" - ისრაელის თავდაცვის ძალები გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის ფოტოს აქვეყნებს

ღაზის სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ გუშინ ისრაელელი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბავშვი 6 წლის იყო. 

გარდაცვლილი ბიჭის ფოტოს "ფეისბუქზე" ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. 

"ეს იდოა. მას უყვარდა კუ ნინძები, მშობლები და სიცოცხლე. 

გუშინ იდო ღაზიდან წამოსულმა რაკეტამ მოკლა, სახლში, ისრაელში. ის მხოლოდ 6 წლის იყო," - წერს თავდაცვის ძალები. 

ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირებას სულ უფრო მეტი ადამიანი ეწირება - ავიაიერიშებს,რომელიც ორშაბათს დაიწყო, ამ დროისთვის უკვე 83 პალესტინელი და 7 ისრაელელი ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები