ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ბრიტანელი მეცნიერები ახალი კორონავირუსით 64-მდე მოხალისის ინფიცირებას გეგმავენ. მეცნიერებს დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების იმუნური რეაქციის შესწავლა სურთ, რათა გაარკვიონ, თუ რა თავდაცვითი უნარი გააჩნია ორგანიზმს ვირუსის ყველა ვარიანტთან მიმართებაში. მათი ვარაუდით, ამ ექსპერიმენტმა კოვიდის მკურნალობასა და პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.
"აღნიშნული ექსპერიმენტის დახმარებით ჩვენ გვინდა ჩამოვყალიბდეთ, შეუძლია თუ არა იმუნურ რეაქციას ახალ ინფიცირებას შეეწინააღმდეგოს. ექსპერიმენტის შედეგები დაგვეხმარება სამომავლოდ ვაქცინების დამზადებაში, ტესტირებაში," - განმარტავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი ჰელენ მაკშეინი.
ყველა მოხალისემ COVID-19 უკვე დაამარცხა და მათ კორონავირუსის ანტისხეულები უკვე გააჩნიათ, შესაბამისად, ისინი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდებიან. მეცნიერები დააკვირდებიან, თუ როგორ გაუმკლავდებიან პაციენტების ანტისხეულები ხელოვნურად შეყვანილ ვირუსებს.
მეცნიერები ხელოვნური ინფიცირების ექსპერიმენტის დაწყებას 17 მაისს გეგმავენ. მოხალისეები ფულადი ჯილდოს სახით 5000 ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.