28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ორივე მხარემ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვაროს - ბორის ჯონსონი ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი პალესტინელ და ებრაელ ხალხს შორის განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ბორის ჯონსონის თქმით, ვითარებასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი კოლეგებს ისრაელში და პალესტინაში ესაუბრა.

"შეშფოთებას ვერ ვმალავ მიმდინარე მოვლენების გამო. დიდი ბრიტანეთი მწუხარებას გამოთქვამს ძალადობის სერიებზე, რომელიც პალესტინელ და ებრაელ ხალხს შორის წარმოიქმნა. სასწრაფო უნდა მოხდეს ვითარების დე-ესკალაცია. დომინიკ რააბი აღნიშნულთან დაკავშირებით თავის კოლეგებს ისრაელში და პალესტინაში ესაუბრა. ორივე მხარემ კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა მოაგვაროს,“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. დიპლომატი, რომელიც ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით გაიგზავნა, პალესტინისა და ისრაელის მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 

დღის ამბები