28 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
რა ვითარებაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში - მდგომარეობის შესასწავლად დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მდგომარეობის შესასწვალად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.

საკითხი აქტუალური "კურიერის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა, სადაც ბავშვთა მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე იყო საუბარი.

პანსიონატში შექმნილი ვითარების შესწავლა გაეროს ბავშვთა ფონდმა მოითხოვა, ამ დრომდე დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს სახალხო დამცველიც.

ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნა როდის იქნება მზად, ჯერჯერობით, უცნობია. ამ დროისთვის საქმეზე რამდენიმე სოციალური მუშაკი მუშაობს.

"სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში გეგმიურ ვიზიტებს. ხორციელდება მონიტორინგი ბავშვების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების, საგანმანათლებლო პროცესისა და კულტურულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის. აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და გასაუბრებები.

მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ტარდება დაკვირვება, მათი საჭიროებების გამოკვეთის მიზნით.
ვიზიტები მშვიდ, ჩვეულ რეჟიმში იმართება და სამუშაო პროცესში სოციალურ მუშაკს ხელი არ ეშლება. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე დახმარებას უწევს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. სოციალური მუშაკი აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთანაც,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები