28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
14 მაისს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება თითქმის 18 საათის განმავლობაში შეუწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი​

GWP-ის აბონენტებს გარკვეულ ქუჩებზე წყალმომარაგება თითქმის 18 საათის განმავლობაში შეუწყდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, GWP ტექნიკურ სამუშაოებს 14 მაისის 14:00 სთ-ზე დაიწყებს და 15 მაისის დილის 08:00 სთ-ზე დაასრულებს.

აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს  რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ბარნოვის, ნაფარეულის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის,  ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. 

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის,  მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში - რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის,  ლაღიძის, ყიფიანის, ქიქოძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის ქუჩებს; მელიქიშვილის გამზირს, ჭოველიძის,  ზანდუკელის,  ქიაჩელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.

ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3hnOBcM

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები