28 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
16 გარდაცვლილი, 776 ინფიცირებული და 1 329 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 326 441 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 329 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 306 264-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 379 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2.43%, ბოლო 14 დღის - 5.56%, ბოლო 7 დღის -  4.79%.

სულ აცრილია - 77 343, დღიურად აცრილია - 4 056 პირი.

დღის ამბები