ჯანმოს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.
"დღეს ჩემი ჯერი იყო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლეს გადაარჩენს. მნიშვნელოვანია, ვაქცინა სწრაფად მოხვდეს ყველა ქვეყანაში. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ გაიკეთოთ ის, როცა თქვენი ჯერი იქნება," - წერს ჯანმოს ხელმძღვანელი.
"ვაქცინები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. მთავრობებმა, მწარმოებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიიღონ ვალდებულება, რომ გაიზიარონ და აწარმოონ ვაქცინების მეტი დოზა ყველას დასაცავად," - წერს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.