აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი. ამის შესახებ ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოხატა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაკარგული სიცოცხლეებისთვის. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე განიხილა იერუსალიმში მიმდინარე ძალადობა და გაიმეორა, რომ ის მოუწოდებს ყველა მხარეს, განმუხტონ დაძაბულობა და დაასრულონ ძალადობა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელების უსაფრთხო თანაცხოვრების საჭიროებას. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია," – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.