ბოლო მონაცემებით, პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიში ისრაელის მიმართულებით არ მიმდინარეობს, ამჟამად ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს.
გასული ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან დაიბომბა ისრაელის ქალაქები თელ-ავივი, აშკელონი, აშდოდი და ხოლონი. თელ-ავივი ღაზას სექტორიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, აშკელონი 12-ში, აშდოდი 30-ში ხოლო ხოლონი - 55 კილომეტრში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, ორშაბათ საღამოდან დღემდე, 1000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.