28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
პოლიტიკური ურთიერთობები უნდა დალაგდეს, ძალიან რთულია ახლა რომელიმე პარტია ნდობაზე მელაპარაკოს - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთობები დალაგდეს და შემდეგ შეთანხმების დოკუმენტს ყველა აქტორმა ხელი მოაწეროს.

"ახლა ჩვენ დალაგებული პოლიტიკური ურთიერთობები არ გვაქვს, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ერთმანეთთან. ჩემი აზრით, ჩვენ ამის დალაგებით უნდა დავიწყოთ, სანამ რამეზე გადავალთ. ნდობა უნდა გაჩნდეს. ძალიან რთულია  ახლა მე რომელიმე პარტია მელაპარაკოს იმაზე, რომ მას ვენდო, იმიტომ, რომ თავგადასავლები გადამხდა ცოტა ხნის წინ.  წინააღმდეგობრივი ურთიერთობები გვქონდა ოპოზიციასთან, სულ ტყუილად ბევრი გავილანძღეთ, რა არ დაგვაბრალეს.

ჯერ პარლამენტში უნდა შევიდეთ, იქ უნდა ვილაპარაკოთ. ახლა ოპოზიციური სპექტრიც კი დაყოფილია ორად. ერთი - ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, მეორე - ვინც ხელი არ მოაწერა შეთანხმებას. ვინც ხელი არ მოაწერა, იმის ხალხი ამუნათებს ხელმომწერებს და ეს სიტუაცია უნდა გათანასწორდეს, ორივე უნდა გახდეს ხელმომწერი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები