28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
პოლიტიკური ოპონენტების ორდღიანი შეხვედრა - საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ უმრავლესობამ და ოპოზიციამ კაჭრეთში იმსჯელეს

მეორე დღე კაჭრეთში - რა შედეგი მოიტანა ქალაქგარეთ ერთობლივმა გასვლამ. საარჩევნო რეფორმის უკვე ინიცირებულ პროექტს შესაძლოა, ახალი პუნქტები დაემატოს.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი ახლიდან გაიწერება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დროს მხარეებმა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების კონკრეტიკაზეც იმსჯელეს.

ასევე მნიშვნელოვანია პარტიული კვოტა ცესკოსა და საოლქო კომისიებში, ყველაზე მტკივნეული საკითხი კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტია, რომელზეც შარლ მიშელის დოკუმენტით, ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს.

დღის ამბები