28 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
საქართველო მაისის მეორე ნახევარში მესამე ტალღის პიკისკენ მიიწევს, თუმცა იმატებს აცრილთა რაოდენობაც - როდის დაიწყება​ Sinovac-ით ვაქცინაცია

1788 ინფიცირებული და 31 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - წინასწარი პროგნოზები მართლდება, საქართველო მაისში მესამე ტალღის პიკისკენ მიიწევს, თუმცა იმატებს ვაქცინირებულთა რაოდენობაც. ერთ დღეში ვაქცინირებულთა რაოდენობა უკვე 5 000-სს აღწევს, რამაც საქართველო შეიძლება იმ მძიმე სტატისტიკიდან გამოიყვანოს, რომელსაც გავლენიანი გამოცემა Economist-ი აქვეყნებს.

ბრიტანული ჟურნალის პროგნოზით, იმ ტემპებით, რაც საქართველოში დღემდე იყო, საქართველო მოქალაქეების მასობრივ ვაქცინაციას 2023 წლამდე ვერ შეძლებდა, თუმცა ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა ამ მძიმე პერსპექტივას შეცლის.

ამ დროისთვის Sinopharm-ის აცრის მსურველებისთვის ცარიელი ადგილები დარჩენილია მხოლოდ ლენტეხში, მესტიაში, წალენჯიხაში, ასპინძასა და ახალქალაქში.

იწყება AstraZeneca-თი აცრის მსურველთა რეგისტრაციაც. ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია, რაც იმას ნიშნავს, რომ  AstraZeneca-ის ვაქცინით საქართველოში ადამიანები უკვე 45 წლის ზემოთ  აიცრებიან.

ამასთან, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან რეგისტრაციის ფანჯარა Sinovac-ისთვისც გაიხსნება.

დღის ამბები