28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან" - მორიგი გაფრთხილება ისრაელში საქართველოს საელჩოსგან

საქართველოს საელჩო ისრაელში, ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ერთი განცხადება ისრაელში მცხოვრები ქართველებისთვის ერთხელ უკვე გავრცელდა, სადაც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

10 მაისს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დღის ამბები