28 ნოემბერი 2024,   18:03
ვრცლად
ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას" შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდებს. დეპუტატი ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს და ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია. 

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში "ნაციონალური მოძრაობიდან"! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს! საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იგივეს ვიხილავთ საქართველოში!"- წერს კუბილიუსი

დღის ამბები