28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
როგორი იქნება ეპიდვითარება ზაფხულში - "სერიოზული მდგომარეობაა მთელს ევროპაში"

როგორი იქნება ეპიდვითარება ზაფხულში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე ამბობს, რომ ეს, დიდწილად, დამოკიდებულია ამჟამად არსებულ სიტუაციაზე. მისი განმარტებით,  უახლოეს კვირები "მშვიდად უნდა გადავიაროთ", რომ ზაფხულში დიდი პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. 

"მდგომარეობა ასე სწრაფად გაიზარდა, და ასე სწრაფად მოიმატა [კორონავირუსის შემთხვევებმა], ეს მარტო საქართველოში არ არის, ეს არის ძალიან სერიოზული მდგომარეობა მთელს ევროპაში და ძალიან ბევრმა ევროპის ქვეყნებმა ჩაკეტვა და ლოკდაუნებიც კი გამოაცხადა.

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს პერიოდი, როგორმე, ძალიან მშვიდად გადავიაროთ, იმიტომ, რომ არ მოგვიწიოს ზაფხულში რეალური პრობლემების წარმოქმნა," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, გამოვლინდა ინფიცირების 1089 შემთხვევა. 

დღის ამბები