28 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ოპოზიცია "ლელოს" ოფისში დახურულ კონსულტაციებს მართავს - რაზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები

ამ წუთებში, ოპოზიცია "ლელოს" ოფისში დახურულ კონსულტაციებს მართავს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ უნდა შეჯერდნენ ერთიან პოზიციაზე, საარჩევნო როფორმის საკითხზე, თუ რა წინადადებებით მივლენ ხვალ, უმრავლესობასთან პირველ შეხვედრაზე.

"ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომელსაც შემიძლია დავარქვა, რომ არის ქართული ინოვაცია, რომელიც, ერთის მხრივ, იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების პრევენციისთვის და, მეორეს მხრივ, მარტივი. ამასთან, მისი დანერგვა ოქტომბრამდე, მნიშვნელოვანწილად, შესაძლებელი იქნება,"- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შიდა კონსულტაციების შემდეგ საკითხებს მმართველ გუნდთანაც განიხილავენ. 

"შეთანხმების თანახმად, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა შესაბამის საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებებზე, ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ და ამაზე დღეს გვექნება შიდა კონსულტაციები და შემდეგ გაგრძელდება კონსულტაციები როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები