28 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ცოლის თანხმობით, ბილ გეითსი წელიწადში ერთხელ უქმეებს ყოფილ მეგობარ ქალთან ატარებდა

1997 წელს ინტერვიუში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ცოლთან შეთანხმებით, წელიწადში ერთხელ, უქმეებს ყოფილ მეგობარ ქალთან ატარებდა -  დიდი ხნის წინ მივიწყებული ინტერვიუ მულტიმილიარდერის ცოლთან განქორწინების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. 

ენ უინბლენდი ახლა 70 წლისაა, ბილ გეითსს მასთან რომანი 80-იან წლებში ჰქონდა, წყვილი ერთმანეთს 1987 წელს დაშორდა - სწორედ ამ წელს გაიცნო გეითსმა მისი მომავალი ცოლი, მელინდა, რომელთანაც 27-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აკავშირებს.  

TIME-თან ინტერვიუში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ როდესაც მელინდაზე დაქორწინებაზე ფიქრობდა, უინბლენდს დაურეკა და მისგან თანხმობა მიიღო. ამის შემდეგ კი, თავის მხრივ, მელინდა ქმარს დასთანხმდა, ყოფილ მეგობარ ქალთან წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღე გაეტარებინა. 

მელინდა და ბილ გეიტსებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ  27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდებიან, წყვილმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა :

"ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე დიდი მუშაობის შემდეგ,  ქორწინების დასრულების გადაწყვეტილება მივიღეთ. 27 წლის მანძილზე გავზარდეთ 3 არაჩვეულებრვი შვილი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანებს საშუალება მისცეს ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ. ჩვენ კვლავ გვწამს ამ მისიის და გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ფონდში, მაგრამ უკვე აღარ გვჯერა, რომ შევძლებთ განვითარებას, როგორც წყვილი, ჩვენი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. 

გთხოვთ, სივრცისა და ინტიმურობის შენარჩუნებას ჩვენი ოჯახისთვის, რათა ახალი ცხოვრების დაწყება შევძლოთ," - ნათქვამია მელინდა და ბილ გეიტსების მიმართვაში.

"ფორბსის" სიის მიხედვით, ბილ გეიტსი მსოფლიოში რიგით მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანია.

დღის ამბები