28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
ახალციხეში ფერმერებს ბოსნტეული ექსპორტზე ვეღარ გააქვთ და ტონობით გაფუჭებულ პროდუქტს ყრიან

ახალციხეში მოქალაქეებს ბოსტნეული ექსპორტზე ვეღარ გააქვთ და ტონობით გაფუჭებულ პროდუქტს ყრიან. დღეს მათ სახელმწიფოსგან სუბსიდირების მოლოდინი აქვთ. ადგილობრივი მთავრობა კი გლეხებს ვერ ეხმარება და მიზეზად პანდემიას ასახელებს.

გლეხებს ვალეში, კარტოფილის მარაგების გარდა, ტონობით კომბოსტო უფუჭდებათ. ამბობენ, რომ გაწეული შრომისა და დახარჯული სახსრების მიუხედავად, მიღებული მოსავალი გადასაყრელია.

სოფელ ვალეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს მესამე სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის” დირექტორი გურამ ჯინჭველაძე 
კრიზისიდან გამოსავალს ჭარბი მოსავლის ექსპორტში ხედავს.

პრობლემას კარგად იცნობს ადგილობრივი მთავრობაც - შექმნილ მდგომარეობას კოვიდპანდემიას უკავშირებენ და ამბობენ, რომ პროდუქტზე ექსპორტიორების მხრიდან დაინტერესება სწორედ ამის გამო არ არის.

ამ დრომდე კარტოფილი ბაზარზე 30-35 თეთრად იყიდება, მაგრამ ფერმერებს მოსავლის გაფუჭებას ურჩევნიათ, პროდუქტი მინიმალურ ფასად ჩააბარონ.

დღის ამბები