სავარაუდო თავდასხმა მალდივების ექსპრეზიდენტზე. აფეთქება მალდივების დედაქალაქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამაგრებული, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მანქანასთან იდგა და მაშინ აფეთქდა, როდესაც ის ავტომობილში ჯდებოდა.
მომხდარის შედეგად დაშავდა თავდასხმის ობიექტი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
მოჰამედ ნაშიდი მალდივების დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტია. ის ქვეყანას 2008-დან 2012 წლამდე მართავდა. ამჟამად ის პარლამენტის სპიკერის პოზიციას იკავებს.