28 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
რიგები ვაქცინაციის პუნქტებთან - "სინოფარმით" აცრისთვის უკვე 20 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აცრის საშუალება მიეცათ. საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. 

ზოგიერთი პოლიტიკოსი აცრის მომენტში ღელავდა, თუმცა, საბოლოდ, არცერთ შემთხვევაში, მინიმალური გართულებაც არ ყოფილა. დაყოვნების დროის გასვლის შემდეგ, დეპუტატებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოწოდებები გააკეთეს.

სასულიერო პირი საჯარო ვაქცინაციის სურვილით - იშვიათი გამონაკლისი დღეს დეკანოზი გიორგი ჩაჩავა იყო. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი განმარტავდა, რომ წამლის მიღება რწმენასთან წინააღმდეგობაში არ არის. ის როგორც სასულიერო პირებს, ასევე მრევლს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

მათ გარდა, ვინც დღეს საჯარო ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა, დიდი ინტერესი ჩანდა რიგითი მოქალაქეებისგანაც. თვალშისაცემი იყო რიგები სამედიცინო დაწესებულებებთან.

ბოლო სამ დღეში მხოლოდ "სინოფარმით" ქვეყანაში 3 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ჩინური წარმოების ვაქცინის მსურველთა რიგებში 20 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. პარალელურად, 100-მდე სამედიცინო ცენტრში იმუნიზაცია სხვა პრეპარატებითაც მიმდინარეობს. ქვეყანამ დღეს დამატებით 48 000 "ასტრაზენეკას" ვაქცინის დოზა მიიღო.

დღის ამბები