28 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
დავით კოდუას ოპერაცია ესაჭიროება - ადვოკატი

დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება საქალაქო სასამართლომ შეცვალა.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარემ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს საზღვარგარეთ ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

დღის ამბები