28 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრები დაასრულა, მმართველ გუნდში დამატებითი განმარტებებისთვის მზად არიან

პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრები დაასრულა. ორი დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა მოისმინა ის პოზიციები და პრეტენზიები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ არსებობს.

პარლამენტმა კანონი მიიღო და ძალაში შესასვლელად სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერას ელოდება. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვს, მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კანონში ასეთი ცვლილებები აღარ უნდა განახორციელოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოზე არ უნდა გაბრაზდეს და იფიქრონ კანონპროექტის გაუმჯობესებაზე. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის კითხვები გაუგებარია და დამატებითი განმარტებისთვის მზად არიან თუ ეს პრეზიდენტს სჭირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დამატებითი განმარტებებისთვის მზად არის. 

"მზად ვართ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ პრეზიდენტს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები