28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ფართომასშტაბიანი აქციების გზა ან დიალოგის გზა - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების პასუხს ელოდებიან. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ვადას დღოს ბოლომდე აძლევენ.
 
მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ. ნამახვანჰესის მოწონააღმდეგეები, ამ დრომდე გუმათში რჩებიან. მათი მოთხოვნა გზის გახსნა და ნამოხვანში შესვლის უფლებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია ყველა ქალაქში გაიმართება და პროტესტი თბილისში გაგრძელდება.

"შევთანხმდით არაერთგზის, ბოლო დღეზე, პარასკევზე. დღეს უნდა გვითხრან კი ან არა- ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდა, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. გეგმას პასუხის გაგების შემდეგ გავაჟღერებთ. თუ გზას გახსნიან, გადაადგილების საშუალებას მოგვცემენ და სამუშაოები შეჩერდება, წავალთ დიალოგის გზით,"-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. 

დღის ამბები