28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
კუბილიუსთან შეხვედრაზე ნიკა მელიას გათავისუფლების გზებზე ვისაუბრეთ - "ლელოს" ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იყო, რომ დადებული ხელშეკრულების აღსრულებას ხელი არ შეეშალოს. 

"ბატონ კუბილიუსთან შეხვედრაზე განვიხილეთ შეთანხმების შესრულების ნაწილში როგორ ჩაერთვებიან ევროპარლამენტარები და მთლიანად ევროკავშირი. ერთია შეთანხმების მიღწევა, მეორე მისი იმპლემენტაცია.

გვქონდა საუბარი მელიასთან დაკავშირებით, გვინდა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს სწრაფად და არ გაიწელოს დროში, რომელმაც შეიძლება შეაყოვნოს ხელშეკრულების აღსრულება. ვეძებთ გამოსავალს, სადაც მელია იქნება განთავისუფლებული და ის ამნისტიის კანონპროექტის მიღებაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც გარეთ მყოფი ადამიანი.

ევროკავშირის ფონდი მზად არის გირაოს გადახდისთვის, მაგრამ მელია კომპრომისზე არ მიდის, გვესმის ეს და ვეძებთ შუალედურ ვარიანტს, სადაც ეს საკითხი მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გადაწყდება. პოზიტიურ განვითარებას ვხედავთ და უახლოეს ერთ დღეში "ლელოს" წინადადება ჩამოყალიბდება ევროპარლამენტარებთან ერთად,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები