28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ნიკა მელიას მხარდასაჭერად, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობა იმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფი ლიდერის მხარდასაჭერად დღეს აქცია იმართება. ავტოკოლონებით მსვლელობა ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთავის ციხესთან დასრულდება, სადაც ნიკა მელია იმყოფება. შეკრებილები ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის 2 მექანიზმი არსებობს, ეს არის გირაოს გადახდა და ამნისტია. ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ მექანიზმებს არ ეთანხმებიან და ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები