28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ქართველმა დეპუტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხის დასრულებისთვის ქართველი ხალხის გამო - ამერიკელი სენატორები

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევას და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას გავლენიანი ამერიკელი სენატორები - ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას.

სენატორები მიესალმებიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

"სენატორი რონ ჯონსონი და მე მივესალმებით, რომ ქართველმა დეპუტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხის დასრულებისთვის, ქართველი ხალხის გამო. ეს კონგრესის ორპარტიული პრიორიტეტია", - წერს სენატორი ჯინ შაჰინი "ტვიტერზე" და იქვე ერთობლივი განცხადების ტექსტს აქვეყნებს.

დღის ამბები