28 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ამჯერად უნდა შევაქო "ქართული ოცნება" და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, კონსტრუქციული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს - მარკეტა გრეგოროვა

"ქართული ოცნების" მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობას ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აფასებს და Twitter-ზე წერს, რომ ოპოზიციას კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმიკენ მოუწოდებს. 

“მე ცნობილი ვარ ჩემი მკაცრი დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობისადმი, რამდენადაც მინდა, რომ საქართველო ახლოს იყოს ევროკავშირთან. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის მზაობისთვის და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, კონსტრუქციული დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს [ვითარების] ნორმალიზაციაში”, - წერს მარკეტა გრეგოროვა Twitter-ზე

 

 

დღის ამბები