28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ვის ეძლევა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება - ენგურზე ორი პუნქტია გახსნილი

დღეიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს კარანტინის გავლა აღარ უწევთ. საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მათ ტესტირება უტარდებათ. ენგურზე გახსნილია ორი პუნქტი. ანალიზებს სწრაფი ტესტით აკეთებენ.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება, ამ ეტაპზე, ეძლევათ მხოლოდ პენსიონერებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს და მრავალშვილიან დედებს.

"ხდება ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილდებიან, დადებითობის შემთხვევაში მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადა, რომელიც პრაქტიკულად შეაფაებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს და იმის შესაბამისად იქნება გადაყვანილი ან კოვიდ კარანტინში, ან კლინიკაში, ან გადავა იზოლაციაში," -  განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ.

დღის ამბები