28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ველოდებით ჩვენი პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანში აქცია გრძელდება. დღეს პროტესტის 176-ე დღეა. აქტივისტები მათ მოთხოვნებზე ხელისუფლების პასუხს ელოდებიან და ამბობენ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა დიალოგი. 

"ველოდებით ჩვენი პირობების შესრულებას. თუ გონივრული ლოდინის რეჟიმს გასცდა ეს ყველაფერი, ჩვენ კატეგორიულად დავსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ისინი არ გამოდიან კომუნიკაციაზე ჩვენთან და წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით.

პირობების შესრულების შემთხვევაში საუბრის დღის წესრიგი დაიგეგმება,"- აცხადებს აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. 

დღის ამბები