"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო.
ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.