28 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ვარლამ გოლეთიანი თქმით, აქციის დისკრედიტაციის მიზნით პროვოკაციები იგეგმება და ადგილზე სხვადასხვა ჯგუფი იმყოფება

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათი აქციის დისკრედიატიციის მიზნით, სოფელ გუმათში სხვადასხვა ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც, შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რიონის მცველები ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან და მოსალოდნელ პროვოკაციაზე ინფორმაცია ადგილზე მყოფ პოლიციას უკვე მიაწოდეს.

"მნიშვნელოვანი განცხადება გვინდა გავაკეთოთ. პირვონულად არც ერთ ჯგუფთან დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული, დეკლარირებული პოზიცია გვაქვს, რომ მშვიდობიანი პროტესტია. რადგან ვხედავთ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, თან მივმართეთ პოლიციას, რომ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი აქციის დისკრდიტაცია, რაც ცალსახად მათი ინტერესია, ვგულისხმობ ხელისუფლებას. ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის, ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს. ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე, დაუპირისპირდებიან ერთმაანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ გადავინაცვლებთ ქვედა ნაწილში. პოლიციამ აღნიშნა, რომ ამ პროცესს არ გააკონტროლობს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია,"-აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. 

დღის ამბები