28 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს - ნიკა მელია მოსამართლეს

სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე ამ წუთებში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობა დაიწყო, მანამდე კი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ სასამართლო მასზე კანონის სახელით ძალადობს.

"როცა სიტყვით მიტინგზე გამოვდიოდი ხო ვარღვევდი, რატომ დუმდით? ეს უსამართლობის სამაჯური არ უნდა ყოფილიყო ჩემს ხელზე.

კანონის სახელით ძალადობთ. თქვენი ძალადობა კანონის სახელით, ვერ აღემატება ჩემს ღირსებებს. ვერ გამტეხავთ. თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს.

ეს სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ, მალე მორჩით დღევანდელ პროცესს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები