28 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა, 7 უფრო მძიმე იყო - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა.

"ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის, ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, იქედან 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი ნაკლებად მძიმე", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები