28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე.

"ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად  შეთანხმებისთვის,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა

დღის ამბები