28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
მარიხუანის ლეგალიზების შემთხვევაში "გირჩი" მზადაა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს

7 პუნქტიანი გეგმა, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს, საკუთარი შეთავზება "გირჩმა" თანამოაზრეებს "ზუმის" საშუალებით უკვე გააცნო.

ფართო საზოგადოებისთვის კი დეტალების წარდგენას პარტია დღეს აპირებს.

გირჩის 7 პუნქტიანი გეგმა ამოქმედდება მას შემდეგ, თუკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული. 

"გირჩის" წარმომადგენლების თქმით, 7 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულების შემთხვევაშიც კი, მზად არიან შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ მარიხუანისა და იარაღის ლეგალიზებაზე.

გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ საქალაქო სასამართლოს წევრების პირდაპირი წესით არჩევას, შერიფების ინსტიტუტის დანერგვას და უბარიერო საარჩევნო სისტემას.

დღის ამბები