28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ნამოხვანში კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის

საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

ნამოხვანჰესისის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველის თქმით, მისი წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია და მოვლენებს აქტიურად აკვირდება.

დღის ამბები