28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
თბილისის მერია "უცნობს" დააჯარიმებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, "უცნობი", რომელმაც მის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია"  წააწერა, დაჯარიმდება.

"რუსთავი 2-ს" თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ "უცნობის" მიერ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა.

თანხის რა ოდენობის ჯარიმას გამოუწერს გაჩეჩილაძეს მუნიციპალური ინსპექცია, ჯერჯერობით, უცნობია.

 

დღის ამბები