28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ვახო სანაიას შემდეგ, ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანიის მძღოლს მიაყენეს, კიდევ ერთ მძღოლს კი მანქანა დაუზიანეს.

არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი ფაქტია და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და გამოიძიონ საქმე.

"მოდის პირდაპირი მუქარები, შეტყობინებები, რომლებიც სავსეა ამ ტიპის აგრესიული ტონითა და მუქარით. ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როდესაც იმ თანამშრომლებზე ძალადობენ, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან იმ საერთო ჟურნალისტურ პროდუქტს, რომელსაც დღეს ჰქვია თავისუფალი მედია. ამიტომ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიქონიოთ ეჭვი და გვაქვს გარკვეული მტკიცებულებებიც, რომ ეს ყველაფერი არის წახალისებული სწორედ სახელისუფლებო სტრუქტურების და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. სწორედ ამის გამო, დაჟინებით მოვითხოვთ, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა იყოს გამოძიებული,"-აცხადებს ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე. 

განცხადება გააკეთა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ვახო სანაიამაც, ვის მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ვახო სანაია მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსსაც, ყურადღება გაამახვილონ ამ საკითხზე. 

"კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ჩემთან დაკავშირებული ფაქტი არ იყო პირველი და ეჭვი მაქვს, რომ არ იქნება ბოლო, სამწუხაროდ, იმიტომ რომ კლიმატი ასეთია ქვეყანაში და ამ კლიმატს ხელს უწყობს ხელისუფლება. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ პასუხი გასცეს ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ასევე, სახალხო დამცველსაც ვთხოვთ ყურადღებას და დიპლომატიურ კორპუსსაც,"-აცხადებს ვახო სანაია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები