28 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველომ კიევში ელჩი დააბრუნოს:

"არ მინდა არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა  და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია,  რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

დღის ამბები