28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ტრაგედია, რომელიც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია - მარინა კალიურანდი 4 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

გალის რაიონის ოთხი მაცხოვრებლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ევროპარალმენატრი მარინა კალიურანდი:

"უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია, წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის სატანჯველს. ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ევროპულმა პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოლაპარაკებითა და დიპლომატიით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებაზე. რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და მან უპირობოდ უნდა დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევეროკავშირის მონიტორინგის მისია,"- წერს კალიურანდი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 4 პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით შეეცადა, რადგან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდულია. მდინარის ადიდების გამო ოთხივე მათგანი დაიხრჩო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

დღის ამბები