28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
777 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი და 342 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით,  გამოვლინდა ინფიცირების  777   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 342 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 578 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 140  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  287 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.47 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 426-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3858 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6873, საიდანაც: 2129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 459  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36.

სულ  6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5437 პირი, აჭარაში - 1925, იმერეთში - 957.

დღის ამბები