28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
საფრანგეთში AstraZeneca-ს პირველი დოზის შემდეგ, მეორე დოზად Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინას გამოიყენებენ

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, პარასკევს საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანო განაცხადებს, რომ 55 ასაკს ქვემოთ პირებში, AstraZeneca-ს პირველი დოზის შემდეგ, მეორე დოზად mRNA ვაქცინა უნდა იქნეს გამოყენებული.

Reuters-ის წყაროს ცნობით, საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანო (HAS) ახლა პროცესის გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. საფრანგეთში mRNA ვაქცინის ორი ტიპი - BioNTech-ის Pfizer-ი და Moderna გამოსაყენებლად უკვე დამტკიცებულია. 

mRNA ვაქცინები, ანუ messenger RNA, ორგანიზმს "ასწავლიან", როგორ შექმნან პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევს, ხოლო ვექტორული ვაქცინების შემთხვევაში, როგორიცაა AstraZeneca, იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, ორგანიზმში ვაქცინების სახით ვირუსის მკვდარი ან დასუსტებული უჯრედი შეჰყავთ.

ევროპაში, ვაქცინაციის პროცესში გამოვლენილი თრომბოემბოლიის რამდენიმე საეჭვო შემთხვევის გამო, პრევენციის მიზნით, AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაცია შეჩერდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყნების უმრავლესობამ AstraZeneca-ს ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განაახლა, ზოგიერთმა ქვეყანამ კი ასაკობრივი შეზღუდვა დააწესა. 

საფრანგეთში, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა რეკომენდებული 55 წელს ზემოთ მყოფ პირებშია, რომლის პირველი დოზა უკვე გაუკეთდა ნახევარ მილიონ ადამიანს. 

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, სადაც გაიცა რეკომენდაცია, რომ 60 წელს ქვემოთ პირებში AstraZeneca-ს პირველი დოზის შემდეგ გამოყენებული ყოფილიყო სხვა ტიპის ვაქცინა.

წყარო: Reuters 

დღის ამბები