28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
საგანგაშოა რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა - თამარ გაბუნია 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალციხის კლინიკა "იმედის" გუნდმა, რომელიც ვაქცინაციის შემდგომ, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია.

რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

 

დღის ამბები