შეერთებული შტატები მზადაა ირანს სანქციები მოუხსნას. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.
უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, თუ ოფიციალური თეირანი ბირთვულ მოლაპარაკებებზე მზაობას გამოაცხადებს, შეერთებული შტატები ირანისთვის სანქციების მოხსნას დათანხმდება.
ევროპელი დიპლომატების დახმარებით, აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდა.
თუკი თეირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია მზადაა ჩამოაყალიბონ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლიან აშშ-ის სანქციების ნუსხას და იმსჯელებენ მათი მოხსნის შესაძლებლობაზე.