28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
აფგან მუხთარლი საგამოძიებო უწყებისთვის იმ ადამიანების დასახელებას აპირებს, რომლებმაც მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

მან ჩვენება 2017 წელს თბილისის ცენტრიდან მისი გატაცების საქმეზე უნდა მისცეს, მუხთარლი საგამოძიებო უწყებისთვის იმ ადამიანების დასახელებას აპირებს, რომლებმაც მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმეს.

"ჩვენებას მივცემ დღეს თუ როგორ გამიტაცეს და ასევე მივაწვდი ინფორმაციას რა მოხდა გატაცებამდე და ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში. მე ვიცი ვინ გაუკეთა ორგანიზება ამ გატაცებას აზერბაიჯანულ მხარეს, ვიცი ვინაა ეს ხალხი. ასევე ვიცი რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამის ორგანიზება მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საზღვრის დაცვამ და ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის ხელმძღვანელმა. მე ვაჩვენებ გატაცების ადგილსაც, ვაჩვენებ რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში, საიდან გადამცეს, თითქმის ნახევარ გზას ვხედავდი. თავზე ტომარა კი მქონდა ჩამოცმული, მაგრამ ნახვრეტები ჰქონდა და გზას ვხედავდი.განსაკუთრებული მოლოდინი საქართველოს პროკურატურიდან არ მაქვს, იმიტომ რომ გატაცების შესახებ იცოდა საქართველოს ხელისუფლებამ," - აცხადებს აფგან მუხთარლი.

აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, ისინი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე ევროსასამართლოდან პასუხს ელოდებიან და მოლოდინი აქვთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და სათანადოდ შეაფასებს იმ მოვლენებს, რომელიც 2017 წლის 29 მაისს განვითარდა.

დღის ამბები