28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ევროკავშირი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მაკროფინანსური დახმარების პირობაა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის (ნაწილის) გამოყოფის პირობაა - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესსპიკერი ავრცელებს.

ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას მიესალმება, თუმცა იმედგაცრუებას გამოხატავს პარლამენტის მიერ ცვლილებების ნაჩქარევად შემუშავებისა და ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე მიღების გამო.

ევროკავშირი მტკიცე რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიისგან შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.

დღის ამბები