28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ახლობლების ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს. 

3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, მაშველები მეოთხე პირსაც ეძებდნენ. ის ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქალის მეუღლეა.

გარდაცვლილია გალის რაიონის 4 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადასვლას. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაკეტილია და მოქალაქეების დიდ ნაწილს გადაადგილება აკრძალული აქვს.

დღის ამბები